საკუთარ სახელთან შორის ყველაზე ძველი და საყურადღებოა ადამიანთა სახელები.რა გქვია შენ? ეს ალბად ძალიან საინტერესოა. შენი სახელი მსოფლიოში, " ვინ ხარ?" საიდან არის შენი სახელი?. გვიფიქრია, თუ რას ნიშნავს : თამარი, ნინო, გიორგი, ვასილი, ეკა, თემური. დავაკვირდეთ:იამზე, მზექალა, მაყვალა, იმედა, მზეჭაბუკი, ოქროპირი, ღვთისავარი –ეს ყველაფერი საიდან მოდის?რატომ?. ეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, რომელი სიტყვებისაგან არიან წარმოქმნილი ისინი. სხვა სახელებიც ამგვარივე გზით ჩვეულებრივი სიტყვებისაგან არიან მიღებული, მაგრამ ბევრი მათგანი წარმოშობით ქართული არაა, თანაც დროთა განმავლობაში ფორმა საკმაოდ შეცვლილი აქვს და მათი მნიშვნელობის გამოსარკვევად საჭიროა სხვა ენების მოშველიება,ისტორიის გათვალისწინება, კვლევა, ძიება.როგორც დაკვირვება გვიჩვენებს სხვადასხვა ხალხში ადამიანის სახელებად ხშირად გამოყენებულია ცხოველთა , ფრინველთა და მცენარეთა სახელწოდებანი. ჩვენში ამჟამად ასეთი სახელები ნაკლებად არის გავრცელებული. ასეთი სახელები ძირითადად გვხვდება მთის კუთხეებში და აქედან მწერლობაში არის შემოტანილი. მაგ: ავიღოთ ისეთი გვარები, რომელიც სახელების საშუალებით არის შემონახული დღემდე. მაგ:ლომიძე , ლომაძე, ლომაური, ლომაია, ლომთაძე, ვეფხვაძე, ფოცხვერაშვილი, დათუაძე, დათუნაშვილი, მგელაძე, მგელიაშვილი, გელივანი, ხარაძე, ხარაიშვილი, შევარდნაძე, ქორიძე, მიმინოშვილი და ა.შ. პირველი ქართველი მეფე, რომელიც ტახტზე იჯდა მცხეთაში, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით იყო აზო. ეს სახელი ირანულად ნიშნავს თხას. ქურციკისაგან არის მიღებული ქურციკიძის გვარი. ქურციკი (გარეული ცხოველია).
ძველად ქართულში გავრცელებული სახელი იყო ვარაზი,რომლისგანაც ნაწარმოებია გვარები ვარაზი, ვარაზიშვილი. ამავე სახელისაგან არის მიღებული გეოგრაფიული სახელწოდება "ვარაზისხევი" (თბილისში, უნივერსიტეტის წინ). სახელი ვარაზი წარმოშობით ირანულია და ნიშნავს "ძლიერ ხარს," მეორე "ძლიერ ცხენს".როგორც ვხედავთ სხვადასხვა ცხოველის აღმნიშვნელი სიტყვა საკმაოდ ხშირად გვხვდება ადამიანის სახელად. ასეთი სახელები მეტწილად უძველეს ხანას მიეკუთვნება, როდესაც ადამიანები ცხოველებს აღმერთებდნენ და სჯეროდათ ცხოველური ძალა მათი სიძლიერის საწინდარი გახდებოდა. იგივე პატივი ერგო ფრინველებსაც. მაგალითად, ფრინველთა მეფის – ორბის ანუ არწივის სახელწოდებისაგან არის მიღებული ლათინური აკვილა, საიდანაც ნაწარმოებია ქალის სახელი აკვილინე. ეს სახელი აკვირინესა და ეკვირინეს ფორმით გვხვდება. მისგანვე არის მიღებული რუსული აკულინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიროვნულ სახელებად გვხვდება აგრეთვე ციურ მნათობთა სახელწოდებანი. მაგ: "მზე" ნიშნავს ბერძნულად ელიოზს, ებრაულად შამშეს. ყამარი არაბულად არის "მთვარე". ეთერი ებრაულად ნიშნავს "ვარსკვლავს". გარკვეული განვითარების ფონზე შეიცვალა ხალხის მსოფლმხედველობა და ხალხმა აღიარა რელიგიური რწმენა და აღიარა ერთი ღმერთი. სახელთა ერთ–ერთ მოზრდილ შინაარსობრივ ჯგუფს ქმნიან სადაურობის აღმნიშვნელი სახელები. ასეთები განსაკუთრებით მრავლად გვხვდება "ქართლის ცხოვრებაში", სადაც მთელი კავკასიის ხალხები გამოცხადებულია ბიბლიური თარგამოსის შთამომავლად. თარგამოსის შვილების სახელებია, მაგ: ჰაოს, თარგამოს, ქართლოს, ბარდოს' მოვაკან, ჰეროს, კავკას და ა.შ. ამ სახელებს შორის ქართველთა მამამთავრად მიჩნეულია ქართლოსი, რომელსაც ჰყავდა შვილები: მცხეთოს, გარდაბოს, კახოს, კუხოს, გაჩიოს. მცხეთოსის შვილთაგან გამოირჩევიან უფლოს, ოძროხოს და ჯავახოს. როგორც ვხედავთ, ეს სახელები ამა თუ იმ კუთხის ან ქალაქის სახელწოდებას ემთხვევა, უფრო სწორედ, მათგან არის ნაწარმოები. ამ სახელებიდან ზოგი დღესაც იხმარება მაგ: ქართლოსი კახი ან კახა, ჯავახი. რელიგიისადმი პატივსაცემად , ქრისტიანულ (კალენდარულ) დღესასწაულთა მიხედვით, ღირსშესანიშნავი სახელთა რაოდენობა იზრდებოდა. მაგ: თუ ბავშვს კალენდრის მიხედვით არქმევდნენ ანასტასიას, რაც ბერძნულად "აღდგომას " ნიშნავს, მშობლები თარგმნინენ ამ სახელს და შვილს აღდგომელას უწოდებდნენ. ასევე ენაცვლებოდა ბერძნულ კვირიკეს ქართული უფლისა, ზენონს–ღვთისავრი (ღვთისია, ღვთისო), ქრისტეფორეს –ქრისტესია (ქიტესა) და ა.შ. ზოგჯერ, როცა არაქრისტიანული სახელით ცნობილი პირი ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავს დასდებდა, მისი ხსენება, როგორც წმინდანისა, კალენდარში შეჰქონდათ და ამის შემდეგ მისი სახელიც ოფიციალურად მისაღები ხდებოდა. ასე გავრცელდა საეკლესიო სახელები. მაგ: აბო. შიო. შუშანიკ. ქეთევან და ა.შ. ავიღოთ სახელი გიორგი: ეს სახელი წარმოშობით ბერძნულია და ნიშნავს მიწის მუშას. საქართველოში განსაკუთრებით მოწონებით სარგებლობს სახელი გიორგი. ამ სახელის გავრცელებას ძველად ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ საქართველოში გიორგი მიჩნეული იყო ყველაზე დიდ წმინდანად, მისი დღეობა (გიორგობა) წელიწადში რამდენჯერმე იმართებოდა, წმინდა გიორგის სახელზე აგებული იყო მრავალი ეკლესია. გიორგი ერქვა საქართველოს თორმეტ მეფეს სულ სხვადასხვა ეპოქაში. ამ სახელის გავრცელებას მოწმობს აგრეთვე ქართული გვარები: გიორგაძე, გიორგიძე, გოგაძე, გოგია, გოგიავა, გოგიაშვილი, გოგიტაშვილი, გოგიჩაიშვილი და სხვა. ეს სახელი უკვე შეიძლება ვთქვათ რომ არის გადმოქართულებული.ავიღოთ სახელები მაგ: ბოცო, გაგა, თაყა, ცქირი, ჯოტო, ჯოჯიკ, გვანცა, ნუნუ, ციცია, ცუცა, ეს სახელები ვარაუდით ქართული წარმოების უნდა იყოს. ცნობილია, რომ გივი ,ვახუშტი, ქეთევან წარმოშობით ირანული სახელებია, მაგრამ საიდან გაჩნდა თვით ირანულში ცნობილი არ არის. საკუთარ სახელთა შესწავლისას გასათვალისწინებელია არა მარტო ფონეტიკური ცვლილებები, არამედ გრაფიკულიც ანუ წერილობითიც .სახელი ხომ ვრცელდება არა მარტო ზეპირი გზით, არამედ წერილობითაც, რასაც შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი შედეგები მოჰყვეს. მაგალითად, აკადემიკოსმა ს.ყაუხჩიშვილმა გაარკვია, ბრძნულ სახელთა ერთი ნაწილი საქართველოში მწიგნობრობის გზით არის შემოსული და იმ ფორმით წარმოგვიდგება, რომელიც მას ბერძნულში სახელობით ბრუნვაში აქვს(ანთიმოს, ნიკოდიმოს, ნიკოლოზ, რომანოზ...), მეორე ნაწილი კი ზეპირი გზით გავრცელებულა და ბერძნულ წოდებითის ფორმას ინარჩუნებს (ალექსანდრე, გერასიმე, პეტრე, პავლე, ევგენი, გიორგი)...როგორც ვხედავთ ბევრი სახელი მნიშვნელობის მიხედვით სხვადასხვა ენას უკავშირდება, თითქოს ისინი ამჟამად ქართულ სახელებს არ წარმოადგენენ. დროთა განმავლობაში ყველა ეს სახელი ნაწრთობია ქართული ენის ქურაში და ქართულ ყალიბშია ჩამოსხმული.დღევანდელ დღესაც ბევრი საკითხი არის შეუსწავლელი და კვლევა ძიებას საჭიროებს.
მსოფლიოში ამჟამად მრავალი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, ერთიც არ მოიძებნება, ვისაც საკუთარი სახელი არ გააჩნია. ყველა ახალშობილი მოლოდინშია თავისი სახელისა. ასევე იყო წინათაც, კაცობრიობის არსებობის მანძილზე."სახალისო, საჭირო და ერისათვის დიდი განძი არ გეგონოთ ქართველებო ეს საკითხი ხელნაწერის საშუალებით ჩვენ გადმოგვცეს: თუ, ვინ, ვართ ჩვენ, ეგებ ჩვენი წინაპრების გვარ–სახელით ვიამაყოთ ლილე, ლალე, თამარ, ვახტანგ იხარეთ და ისახელეთ.
.................................................................................
ცხოველების სახელებისგან წარმოშობილი სახელები
ცხოველთა სახელწოდება ადამიანის სახელად გვხვდება ბევრ ხალხში. ამგვარი სახელები მეტწილად იმ ხანას ეკუთვნის, როცა ადამიანები აღმერთებდნენ ამა თუ იმ ცხოველს.
ლომის ბერძნული სახელწოდებაა ლეონ, რუსული ლევ. მაგ. ლევ ერქვა დიდ რუს მწერალს– ტოლსტოის. ლეონისაგან ნაწარმოები სახელები: ლეონტი, ლეონიდე, ლეო. ასევე ქართული სახელი– ლევანი. ძველად საქართველოში გვხვდებოდა სახელები: ლომა, ლომკაცა, ლომგული და ა. შ.
თურქულად ლომს ეწოდება არსლან. მაგ. თამარ მეფის ერთერთ ვეზირს ერქვა ყუთლუ არსლანი, რაც ქართულად ნიშნავს "ბედნიერ ლომს". მისგანაა წარმოშობილი სახელი–ასლანი
სპარსულად ლომს ჰქვია შირ. სახელები: შერმადინი, შერგილი("ლომის დამჭერი"), ჯუანშერი("ახალგაზრდა ლომი")
მგელთან დაკავშირებული სახელები: მგელა, მგელუკა, მგელიკა, მგელია, გელა.
"მგლისას" ნიშნავს ირანული – გურგენ, ხოლო "მგლისტანიანს"–ვახტანგ.
მგელი–"ვოლფ" და მისგან ნაწარმოები სახელები: ვოლფგანგ( "მგლის სვლა"), ადოლფ(" კეთიშობილი მგელი"), რუდოლფ("წითელი მგელი")
დათვთან დაკავშირებული სახელებია:ირანული–არსააკ, ხურსი; ბერძნული–არკადი, კელტური–არტური, სამეგრელოში–თუნთია.
თხასთან დაკავშირებული სახელები:ირანული–აზო
ასევე ცხოველების სახელებისგანაა ნაწარმოები სახელები:
ძაღლიკა, კურდღელა და მეგრული– ჯოღორია(ძაღლიკა)
არაბული–ბაქრ( "ახალგაზრდა აქლემი"), თურქული–ქუჩუკ("კოზაკი")
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ფრინველთა სახელწოდებისგან წარმოშობილი სახელები
ფრინველთა სახელებისგან ნაწარმოები სახელები ძირითადად ქალების სახელებად გვხვდება.
საქართველოში: ჩიტო, სირინოზი, გედია, გვრიტია, გუგულა.
ორბისგანაა ნაწარმოები ლათინური– აკვილა, ქართული აკვირინე, რუსული–აკულინა.
სხვადასხვა:
ლათინური– აგნესა("კრავი"), ებრაული– რაქილ("კრავი")
ებრაული–ლია( "ანტილოპა"), ქართული– კატაი, ციცო, ნუკრია.
ებრაული– იონა('მტრედი")
.................................................................................
ციურ მნათობთა სახელებისგან ნაწარმოები სახელები.
ბერძნული– ელიოზი("მზე"), ებრაული– შამშე("მზე"), ეთერი(" ვარსკვლავი"), ეგვიპტური– რამზე("მზის შვილი"), არაბული– ყამარი("მთვარე"),ქართული–მზია, მზეთამზე, მზექალა, მზისა, მზეჭაბუკი, მამამზე, მთვარისა, ცისკარა და სხვები.
......................................................................................
ფერებისგან წარმოშობილი სახელები
ქართული: ლეგა, შავლეგო, უჩა, წიქა, თეთრუა...
ბერძნული: პორფილე("წითელი"), სარდიონი("მწითური"), მელანია("შავი"), მავრა("შავგვრემანი"). ლათინური–კანდიდი("თეთრი"), ირანული–საურმაგი("შავხელა"), შიო("შავხელა მამაკაცი"), ინდური– ლალი, ლილე, ლოლა("წითელი იასამნისფერი")